რეზონანსი
05.04.2024

ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია დეკლარაცია ყველამ შეავსოს.

"ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×