რეზონანსი
05.04.2024

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსების გამოკვლევა ისედაც შეუძლია.

„ამ კანონის შინაარსი და სულისკვეთება პირდაპირ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიემართება. თუ უნდა სახელმწიფოს, ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსების საკითხს უპრობლემოდ გამოიკვლევს“, - აცხადებს მუმლაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×