რეზონანსი
03.04.2024

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში 2 აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციას მღელვარების შესაქმნელად ავრცელებდნენ და ამ თემით საზოგადოების ნაწილს, ჯერ კიდევ აბნევენ და აეჭვებენ.

„მიხეილ სააკაშვილი დღესაც უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. რომ არა მისი შემოპარვა საქართველოში, ის დღესაც უკრაინაში იქნებოდა და იქიდან არევდა ქართულ პოლიტიკურ სიტუაციას.

ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს, საზოგადოებაში 2 აზრი არსებობს და ის გახლეჩილია ისეთ საკითხებზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა. ასევე, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავეა თუ არა.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი და ამბობდნენ, კვდებაო, აღმოჩნდა თუ არა ეს ტყუილი? იყო თუ არა ეს მაშინ მღელვარების გამოწვევის მიზეზი? წარმოგიდგენიათ, რა დონის დეზინფორმაციაა, როდესაც ამბობდნენ, რომ ადამიანს დემენცია ჰქონდა და ახლა თითქოს ამ უკურნებელი სენისგან განიკურნა. სად არის ბოდიში და წუხილი? იცით რატომ არ არის? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, საზოგადოების ნაწილს, აბნევენ და აეჭვებენ. მათ სურთ ყვირილით საღი აზრი ჩაახშონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×