
თუკი რაღაცაზე გვაწვებიან, რომელიც დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ლახავს, მაშინ ჩვენ რეაქციებზე მუდამ ვიფიქრებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„მოსამართლეებს იმ დამოკიდებულებაში, რომ მათ საქმიანობაში არავინ უნდა ჩავერიოთ, ცალსახად ვეთანხმები. შეუძლებელია სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო და არ გაიზიარო ის პათოსი, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ შენი ქვეყნის შიდა ინსტიტუტების საქმიანობაში არავინ უნდა ჩარიო. ეს არის ეროვნული თავმოყვარეობის ამბავი. რისი ვეტინგი და რისი ჩარევები?! ამაზე ჩვენ ჩვენი პასუხები კიდევ გვექნება.
ჩემი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ვეტინგის თემას ვხურავ - შენ კიდევ მეუბნები, რომ არ უნდა დავხურო ეს თემა და ადგილი აქვს ზედმეტ ზეწოლას. რატომ ხდება ეს ზეწოლა, რატომ გვეუბნებიან ( არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვეუბნება ამას) არ დახუროთ ეს თემაო?! ამაზე ჩვენ ჩვენი მკაცრი რეაქციები გვექნება და ნურავის ნუ გაგიკვირდებათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.