რეზონანსი
02.04.2024

სამწუხაროდ, პარლამენტში ქალთა უფლებების დარღვევის ხარჯზე პოლიტიკურ გარიგებას ვხედავთ, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ქალთა უფლებებს ომს უცხადებენ.

„ქართული ოცნება“ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ „გირჩის“ ინიციატივას ეთანხმება და ქალების კვოტას აუქმებს, რაც ერთი მხრივ, პოლიტიკურად ამორალური საქციელია, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს და პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, რომლითაც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ეს კანონპროექტი დისკრიმინაციულია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ქალთა უფლებებს ომს უცხადებენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×