რეზონანსი
02.04.2024

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დაუყოვნებლივ გადახედოს ამ მიდგომას, ამ სანქციებს, რათა არ დაზიანდეს სასამართლო ხელისუფლება, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„გამოსწორდეს ის შეცდომა, რომელიც დაუშვეს, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მეხუთე კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ სანქციებზე, რომლებიც, მართალია, მხოლოდ ვიზების გაცემას შეეხება, თუმცა მაინც ახერხებენ აპელირებას და პირდაპირ აზიანებენ დამოუკიდებელ სასამართლოს კლიშეებით. იყო კლანი, ახლა არიან სანქცირებული მოსამართლეები და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უსამართლოდ ნათლავენ“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×