რეზონანსი
01.04.2024

გამოძიების მტკიცებით, დაკავებული პირადი საბანკო ანგარიშიდან ტერაქტის ერთ-ერთ მონაწილეს ურიცხავდა თანხას საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად და ამას თავდასხმის შემდეგაც აგრძელებდა.

რუსული სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტი წერს, რომ კაცი 25 მარტს, საბუთების შემოწმებისას დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მას 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით მის წინააღმდეგ საქმე ტერაქტის მოწყობის მუხლით აღძრეს. მანამდე საგამოძიებო კომიტეტმა ტაჯიკეთის 4 მოქალაქე დააკავა. მათ უშუალოდ ტერაქტის მოწყობა ედებათ ბრალად, ხოლო მოგვიანებით კიდევ 5 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც თანამზრახველებად მოიაზრებენ.

***

შეიარაღებული თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტს საღამოს მოხდა. შენობაში 6 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სულ მცირე 143 დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ავღანურმა ფრთამ აიღო.

რუსეთი თავდასხმაში უკრაინულ კვალზე საუბრობს. კიევი ნებისმიერ კავშირს უარყოფს. შემთხვევაზე გამოძიება ტერორიზმით მუხლით დაიწყო და პოლიციამ 12-მდე ადამიანი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×