რეზონანსი
01.04.2024

ისრაელის პარლამენტმა Al Jazeera-ს შესახებ კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას ანიჭებს დროებით უფლებამოსილებას, გათიშოს უცხოური საინფორმაციო ქსელები ისრაელში, თუ მიიჩნევს, რომ ისინი ზიანს აყენებენ ეროვნულ უსაფრთხოებას.

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, შლომო კარჰიმ საბოლოო კენჭისყრის შემდეგ პირობა დადო, რომ კატარის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო არხი უახლოეს დღეებში დაიხურება და თქვა, რომ ისრაელში „ჰამასის" რუპორებისთვის გამოხატვის თავისუფლება არ იქნება.

შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება კანონთან დაკავშირებით. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა: „ჩვენ გვჯერა პრესის თავისუფლების. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×