რეზონანსი
01.04.2024

თუ კარგად ჩავეძიებით, არამარტო კომპანია „ქვევრი“, არამედ აბსოლუტურად ყველა სფეროში, განსაკუთრებით კახეთში თავიდან ბოლომდე ჩართულია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა, მისი ოჯახის წევრები და ფაქტობრივად აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს, სადაც ფულის კეთება შეიძლება. ხელისუფლება, რომელიც ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, გადაიქცა საკუთარი თავის  გამდიდრების ხელისუფლებად. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენ რამე გამოძიება გვინახავს ივანიშვილის მთავრობის  პერიოდში?  როგორც ძველი პრემიერ მინისტრები, ისე ახალი პრემიერ მინისტრი თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან კორუფციაში, ასევე ის ჩინოვნიკები, რომლებიც ფაქტობრივად ფულის კეთებისთვის არიან მოსულები ხელისუფლებაში და მეტი არაფერი არ აინტერესებთ. მთავარი, რაც უნდა აინტერესებდეთ არის ხალხის უკეთესი ყოფა და უკეთესი ცხოვრება, მაგრამ მათი რეალური საქმე თავიანთი თავის გამდიდრებაა.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×