რეზონანსი
31.03.2024

კომპანია „ანაგი" არის ერთ-ერთი მაგარი კომპანია, მე მინდა რომ ქვეყანაში ბევრი ასეთი კომპანია იყოს, რადგან საჭიროა ქვეყანაში ძლიერი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აღმშენებლობით პროცესში ჩართულები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - რა პრინციპით შეირჩა კომპანია „ანაგი" სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის.

„არამარტო სკოლები, „ანაგის" აშენებულია იგივე ჯარის ქალაქი, პოლიციის ქალაქსაც ეს კომპანია აშენებს. მალე ქვეყანაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამართული ულტრათანამედროვე ინფექციური საავადმყოფო. მანამდე ტენდერები ვარდებოდა, არავინ შემოდიოდა, ამ კომპანიამ ითავა თავის თავზე, გაწიეს რისკები და მალე ძალიან მაგარი საავადმყოფო იქნება. კარგია, რომ ინტერესდებით მშენებლობით, რადგან რა პროექტებიც ჩამოთვალეთ, ეს არის ძალიან დიდი პროექტები, რომელიც მიხარია, რომ ჩემი პრემიერობის დროს დალაგდა, მოგვარდა და ახლა კეთდება. 1000 სკოლის, 1000 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, დევნილებს ყველგან ვუშენებთ კორპუსებს. ჯარის ქალაქი ავაშენეთ, პოლიციის ქალაქს ვაშენებთ. ეს ძალიან კარგია. ამიტომ, ნუ ეძებთ ამ მშენებლობაში რაღაცას. ყველაფერი არის კანონის შესაბამისად და გამჭვირვალედ", - განაცხადა ღარიბაშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×