რეზონანსი
31.03.2024

რომის პაპმა ფრანცისკემ სააღდგომო მიმართვის დროს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა და ასევე, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტა.

"მშვიდობა არასოდეს მიიღწევა იარაღით, ის მიიღწევა გაშლილი ხელებითა და ღია გულით", - აღნიშნა რომის პაპმა.

მისი თქმით, ფიქრობს უკრაინასა და ღაზას სექტორის მოსახლეობაზე და ყველაზე, ვინც ომის წინაშეა. განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაავიწყდათ ღიმილი.

„საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის მოწოდებისას გამოვთქვამ იმედს რუსეთსა და უკრაინას შორის ყველა პატიმრის საერთო გაცვლის შესახებ: ყველა ყველასთვის", - აღნიშნა რომის პაპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×