რეზონანსი
30.03.2024

ისრალმა ღაზას სექტორზე ახალი იერიში მიიტანა. კონფლიქტის ზონაში საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები დაფიქსირდა. ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მართული ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ დაღუპულია ათობით პალესტინის მოქალაქე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები ალ-შიფას  საავადმყოფოსთანაც მიდის, სადაც დაშავებულ პაციენტებს მკურნალობენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, რომელსაც ასევე პალესტინელი მაღალჩინოსანი აქვეყნებს, მხოლოდ რვა ადამიანი დაიღუპა ლტოლვილთა ბანაკ, ალ-მაღიზზე თავდასხმებისას. რაც შეეხება ისრაელის განმარტებას, ნეთანიაჰუს მთავრობა ადასტურებს, რომ სამხედრო ოპერაცია განახლდა, თუმცა იუწყებიან, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ ჰამასის სამხედრო პუნქტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×