რეზონანსი
25.03.2024

27 წლის ქალის დააჭრისთვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. ბიჭიკო ბაჩილავა გამომძიებლებს იზოლატორში ელოდება.

"ტვ პირველებმა" გაარკვია, რომ ბაჩილავამ ცოლის მეგობარს ჩასაფრება სადარბაზოსთან მოუწყო. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა, მაგრამ დამატებით დეტალებს არავინ ამხელს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში 27 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა და კიდურები მოატეხა, დასერილი აქვს სახე და ნეკნები დამტვრეული. სასტიკი ანგარიშსწორება ვაზისუბანში მოხდა. ქალს ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გულმკერდის, ზურგის, მუცლის, ხელების და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×