თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზიანება 27 წლის ქალს მეზობელმა მამაკაცმა მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი დაკავებულია.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
"გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა... ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ბევრი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები", - აღნიშნა ექიმმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.