რეზონანსი
24.03.2024

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა.

"ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის ქვეყნისა და სტატუსისა, ამიერიდან ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა, ელოდეთ, ნაძირლებო", - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×