რეზონანსი
24.03.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ე.წ. ვეტინგის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევასა და კონსტიტუციის დარღვევას არ დაუშვებს.

„„ვეტინგის“ საკითხი დახურულია. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას, რომელიც საქართველოში უზენაესი კანონია. მოსამართლეთა პროფესიონალიზმის და კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა არსებობს და ამ სისტემას მიჰყვება საქართველოს სასამართლო კორპუსი. რაიმე სახით, იმ პროცესის განმეორება სურთ, რომელსაც 2003-2005 წლებში ჰქონდა ადგილი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×