რეზონანსი
23.03.2024

აშშ-მა ბალტიის ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის 228 მილიონი დოლარი გამოყო. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესმა მიიღო.

ბალტიის სამი ქვეყნისთვის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) განკუთვნილი სამხედრო დახმარება აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც 23 მარტს აშშ-ის კონგრესში დაამტკიცეს. 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემა წელს ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში მოხდება.

თავის განცხადებაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ ამჯერად ვაშინგტონის მხრიდან ბალტიის ქვეყნების დახმარება რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე წინა წელს.

„ეს [სამხედრო დახმარება] მკაფიო სიგნალს აგზავნის იმაზე, რომ აშშ, ნატოს ფარგლებში უდიდესი მოკავშირე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი ერთგულია", - განაცხადა პევკურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×