რეზონანსი
23.03.2024

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ნანგრევების გაწმენდისას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი ახლა 115 ადამიანს შეადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს", - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×