რეზონანსი
23.03.2024

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ 93 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

კრემლი აცხადებს, რომ 11 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე" განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს 11 ადამიანის დაკავების შესახებ აცნობა, მათ შორის 4 ტერორისტია, რომლებიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობენ", - აცხადებს კრემლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×