რეზონანსი
23.03.2024

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" ღამით რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×