რეზონანსი
23.03.2024

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

სააგენტო "როიტერის"  ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×