რეზონანსი
22.03.2024

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გამოეხმაურა რუსეთის დღევანდელ მასიურ თავდასხმას უკრაინაზე და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

"დღეს დილით, რუსეთმა 90-ზე მეტი რაკეტა და 60 დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რომლითაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა. მათ აგრესიას საზღვარი არ აქვს. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის შეჭრას და დაიცვას მშვიდობა ევროპაში", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×