რეზონანსი
22.03.2024

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში არსებული სპორტული მოედნების გარე განათების ქსელზე ელექტრონული „ტაიმერების“ მონტაჟი დაიწყო.

დროის რელეს საშუალებით მინი სტადიონებზე 00:00 საათის შემდეგ გარე განათება ავტომატურად გაითიშება, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას ღამის საათებში ხმაური აღარ შეაწუხებს, ასევე, დაიზოგება ელექტროენერგიის ხარჯი.

ელექტრონული „ტაიმერები“ თბილისში არსებულ 693 სპორტულ მოედანზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას კონკრეტულ მისამართებზე გარე განათების ქსელი დღის საათებში მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.

ე.წ. ტაიმერების მოწყობის გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნის, ხშირი მომართვიანობისა და წერილობითი განცხადებების შედეგად იქნა მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×