რეზონანსი
22.03.2024

არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის"დეპუტატებს - გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე" და „არაკაცი" უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო... იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ", მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×