რეზონანსი
22.03.2024

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან" მეტროსადგურ „გურამიშვილამდე" მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქლაქის მერიის ცნობით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან" მეტროსადგურ „ვარკეთილამდე" და პირიქით.

„რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×