რეზონანსი
22.03.2024

დასამალი არაა. რა სჭირს „ქართულ ოცნებას" გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" გადარჩენის შანსი აქვს.

თბილისის მერის განმარტებით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ.

„ქართული ოცნება" ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×