
არასამთავრობო ორგანიზაციები აგრესიულად და ხისტად არიან შემოჭრილი პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებიან, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია, ვისგან და ვისთვის იღებენ დაფინანსებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ეს ეჭვებს წარმოშობს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკაში შეჭრა რომ დაუშვებელია, ეს ერთ-ერთი დიდი დონორი ორგანიზაციის „ნედი"-ს ხელმძღვანელმა განაცხადა. მან თქვა ისიც, რომ კატეგორიულად მიუღებელია, არასამთავრობო ორგანიზაცია იხდიდეს ფულს კონკრეტული მიზნით და კონკრეტული გეგმით, ერეოდნენ პოლიტიკაში. დღეს ისინი აგრესიულად და ხისტად არიან შემოჭრილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმ აუცილებლობას, რომ ქართველ ხალხს ინფორმაცია ჰქონდეს, კონკრეტულად ვისგან და ვისთვის იღებენ დაფინანსებას. ეს უკვე ეჭვებს წარმოშობს და ეს ეჭვები უკვე რეალური სიტუაციებით მართლდება", - აღნიშნა ვოლსკიმ.