რეზონანსი
22.03.2024

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, ყოველწლიურად აარსებენ ახალ დაცულ ტერიტორიებს.

„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებასა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. შარშან მილიონზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და ვფიქრობთ, ეს რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული, რეკრეაციული ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი. 

თბილისის ეროვნულ პარკშიც სამუშაოები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს უნიკალური ბუნება ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამსვენებელს მოწესრიგებული და მოწყობილი ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ. მინდა აღვნიშნო შვედეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შვიდი მილიონ ორასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე წელს, მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დაახლოებით, ათ ლოკაციაზე იგეგმება", - აღნიშნა შამუგიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×