
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძე „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.„ქართული ოცნება" გაზარმაცდა
მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა.
„პირველი არჩევნებია, სადაც ახალი სახეები არ ეყოლებათ. 2016 წელს კვირიკაშვილით წავიდნენ არჩევნებზე და ამან იმუშავა. 2020 წლის არჩევნებზე იყო გახარია, სადაც თვალის ჩაკვრამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები პირველია, როდესაც „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ახალი სახე, დაძველებული სახეები ჰყავს, ერთი ირაკლი შეცვალეს მეორით. ჩემი აზრით, გაზარმაცდნენ ან მოეშალათ რაღაცები. ოპოზიცია ცოტა ძლიერი, რომ იყოს დიდი შანსები ექნებოდა", - განაცხადა ხარშილაძემ.
როგორც ხარშილაძე აცხადებს, ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება" დაკარგულ ხმებს მიიღებს, რაც კიდევ ერთხელ „გადაარჩენს" მმართველ ძალას.
„5%-იანი ბარიერი ცუდი გადასალახია. შანსები აქვს ორი ნიკას გაერთიანებას, გახარიას, „ლელოს", მაგრამ ასე დაქუცმაცებით, „ქართულ ოცნებას" ერთადერთი მათემატიკური შანსი აქვს , რომ დაკარგული ხმები შეიმატოს. ოპოზიციის დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს", - აღნიშნა ხარშილაძემ.
ამასთან, ხარშილაძემ ოპოზიციის და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან მსუბუქი და „ხალხის ძალის" მხრიდან მამაპაპური ანტიდასავლური კამპანია იქნება ამოქმედებული.
„საარჩევნო ტექნოლოგიებში წარმატებული "ქეისია" იგივე ვიქტორ ორბანის მაგალითი და თუ დააკვირდებით იგივე გზას გადიან. შეცვლა ხდება მათი პოლიტიკური იდენტიფიცირების. არ შეიძლება ზახაროვას მოსწონდე და სოლოვიოვი გაქებდეს.
ჩემი აზრით, ეს სჭირდებათ რუსეთთან ურთიერთობისთვის, რადგან ახლა მათთვის რუსეთს დიდი ფული მოაქვს. ხომ ნახეთ, რომ უცებ გაგვისამმაგდა ყირგიზეთთან ვაჭრობა, „ბორჯომს" ყიდულობენ ყუთებით თუ რა ხდება? ეჭვი მაქვს, რომ ამაზე მალე დაიჭერენ, უბრალოდ ვერ მოიცალეს.
არჩევების მოსაგებად ისინი აირჩევენ კომიკურად არაჯანსაღ მემარჯვენე რიტორიკას, ეს იქნება მძიმე რელიგიური ელემენტების გამოყენებით", - განაცხადა მან.
ხარშილაძის თქმით, ოპოზიციას უფრო ეფექტური კამპანია აქვს, რადგან მათ წამოიწყეს ისეთი კამპანია, რაც საზოგადოებას უფრო აინტერესებს.
„საკმაოდ ეფექტური კამპანია მეორე მხარეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ფასების კამპანია რომ დაიწყო, ეს ბერვად უფრო აინტერესებს ხალხს. ეს ყველაფერი მუშაობს. თუ „ქართული ოცნება" აპირებს ხალხს ლგბტ თემაზე ელაპარაკოს, ჩემი აზრით ეს სახადი უკვე მოვიხადეთ. ამით ამომრჩევლებს ვერ მოიზიდავენ", - განაცხადა ხარშილაძემ.