რეზონანსი
21.03.2024

15 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, მსგავსი კანონპროექტის არსებობის საჭიროება დადგებოდა, გამიკვირდებოდა, გავიოცებდი, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს არის აუცილებლობა, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა, სოზარ საუბარმა ლგბტ პროპაგანდის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტით ყველას უფლება იქნება დაცული, ნებისმიერი უმცირესობის, მათ შორის სექსუალური უმცირესობებისაც.

„უცნაური ტენდენციაა მსოფლიოში - საერთოდ დაივიწყეს ადამიანის უფლებები, კლასიკური ადამიანის უფლებები რაც იყო, თითქოს ის აღარ არსებობს და ერთადერთი თემა გაჩნდა, ეს არის სექსუალური უმცირესობების მრავალფეროვნების რაც შეიძლება გაზრდა. რაღაც უცნაურ სქესებს იგონებენ და მათი უფლებების დაცვა კი არა, მათი დომინაცია, რაღაც პროპაგანდა ხდება, რომ ეს არის ცხოვრების ერთადერთი მისაღები წესი. ეს ყველაფერი უპირისპირდება ტრადიციებს, რელიგიას, ოჯახს, სახელმწიფო წყობასაც კი. კანონპროექტით ყველას უფლება იქნება დაცული, ნებისმიერი უმცირესობის, მათ შორის სექსუალური უმცირესობებისაც, მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს პროპაგანდაში", - აღნიშნა სუბარმა.

„ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ანტიპროპაგანდისტული კანონპროექტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება. სწორედ კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა. მმართველი გუნდი ოპოზიციას პროპაგანდის მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ ამხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×