რეზონანსი
21.03.2024

სამართლებრივი გზების დადგენა მნიშვნელოვანია, რომ უფლებები უკეთ იყოს დაცული, პროპაგანდისთვის კი სივრცე არ რჩებოდეს, - ამის შესახებ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ საკითხისადმი ოპოზიციის მიდგომა კიდევ ერთხელ შეაფასა.

„ისინი გაურბიან კითხვებს, ეშინიათ პასუხის გაცემის. სამაგიეროდ ბნელ ოთახებში სხედან და გეგმავენ დესტრუქციულ გზებს, თუ როგორ განახორციელონ ამ ყველაფრის რადიკალიზაცია და შემდეგ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. აქედანაც ჩანს, რომ მათ რეალურად არც უფლებების დაცვა აინტერესებთ, არც პროპაგანდა უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციები ადარდებთ მხოლოდ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ანტიპროპაგანდისტულ კანონს მმართველი გუნდი პარლამენტში მომავალ კვირას წარადგენს. სწორედ ამ კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×