რეზონანსი
21.03.2024

მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას გადაწყვეტს ჩვენი გუნდი, - ასე უპასუხა პარტია „ახალი"-ს ერთ-ერთმა, ლიდერმა ნიკა გვარამიამ კითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა იქნება. აქ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის მართვა და წინ წაყვანა. გვინდა, საზოგადოებამ წინასწარ იცოდეს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვინ მართავს ამ ქვეყანას. მე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, მაგრამ ამას გადაწყვეტს ჩვენი გუნდი. ნიკა გვარამია არის ისეთი, როგორიც ახლა არის. ადამიანები ვითარდებიან, იცვლებიან. არ ვითარდება და არ იცვლება მხოლოდ მკვდარი", - აღნიშნა გვარამიამ.

განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - პარტია „ახალში" აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს. ვინ არის მთავარი პარტია „ახალში" - გვარამია თუ მელია - თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა. მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×