რეზონანსი
21.03.2024

სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. აი, თუ გინდოდათ ეს ჩემგან გაგეგო - ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისის თქმით, ხშირად დროში რუსულ ინტერესებს ოპონენტების ქმედებების ემთხვევა-ხოლმე. მათ საპირისპიროს კი მმართველი გუნდი ქვეყანაში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

„როგორ შეიძლება სტოლტენბერგს მეორე ფრონტის გახსნა უნდოდეს?! სტოლტენბერგი ნამდვილად არ ყოფილა ჩამოსული იმისთვის, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნაზე ესაუბრა. აი, თუ გინდოდათ ეს ჩემგან გაგეგო. ეს ზღაპარია და დეზინფორმაციაა. შესაბამისად, ეს უნდა მას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა. მათ შორს, უკრაინის კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც თურმე, ბუნებაში არ ყოფილა და მოგვჩვენებია; მათ შორს, ის ადამიანები აქ ბომბების წვიმა რომ ერჩივნათ; შესაძლებლობის ფანჯარა რომ იყო და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე საუბრობდნენ. ამ ხალხის განცხადებები გახსოვთ თუ არა? ანუ, ასეთი მოწოდებები ხომ ყოფილა", - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×