რეზონანსი
21.03.2024

„ლიბერთი“ აგრძელებს  სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პროგრამებს. ამჯერად, ლიბერთისა და  ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას, 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე. ასევე ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტის და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენა. 

,,ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლები,  ვინც სარგებლობს ლიბერთის სოციალური ბარათებით, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ ,,მზერაში“ მიიღებენ  თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული გულისხმობს ოფთალმოლოგიურ,  ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, მამოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებზე, სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობას. ვფიქრობთ, ასეთი  თანამშრომლობით ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას შევუწყობთ ხელს“, - აღნიშნა გიორგი ჩიჩუამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,  სამედიცინო ცენტრ ,,მზერას“ კლინიკურმა დირექტორმა.

„უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ლიბერთის პრიორიტეტია. მრავალი წელია, ჩვენს ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მორგებულია სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე. 

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში „მზერა“, სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ, რისთვისაც ერთადერთი აუცილებელი პირობაა - თანხის გადახდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით - ლიბერთის ტერმინალზე. მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად, ლიბერთის სოციალური ბარათის შეთავაზებებით  კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს და ლიბერთის ბარათით გადახდისას მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს“, - განაცხადა დარეჯან მალაღურაძემ, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,,მზერა“, ლიბერთის მომხმარებლებს მომსახურებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ლიბერთის სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ გაუწევს. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე:

• - 50%  ზოგადი ქირურგის კონსულტაცია

• - 50%  პროქტოლოგის კონსულტაცია

• - 50%  გინეკოლოგის კონსულტაცია 

• - 50%  მამოლოგის კონსულტაცია

• - 30%  ოფთალმოლოგის კონსულტაცია  

• - 30% გასტროენტეროლოგის კონსულტაცია  

• - 30% კარდიოლოგის კონსულტაცია  

• - 30% ენდოკრინოლოგის კონსულტაცია

• - 30% ნევროპათოლოგის კონსულტაცია  

• - 20%  თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)

• - 20% პერიმეტრია (მხედველობის ველის შემოწმება)

• - 20% თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერითი გამოკვლევა B-სკანირება

• - 20% თვალის ფსკერის ფოტოანგიოგრაფია

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. 

ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ: 

Tel  0322117711; 596565588

Facebook https://www.facebook.com/chichuamedicalcentermzera/?locale=ka_GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×