რეზონანსი
21.03.2024

„ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია და მათ უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს.

„პოლიტიკური ვერდიქტს მათ ქართველი ხალხი აუცილებლად გამოუტანს, თუმცა საჭიროა ამისთვის ინფორმირებული საზოგადოება. ევროპულ თანამედროვე დემოკრატიებში არის ახალი ტენდენცია, რომ დემოკრატია და დემოკრატიული არჩევანი არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა ბრმად აირჩიოს ესა თუ ის მიმდინარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალური ინფორმაცია და ამის შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ თუ დაწვრილებით არ მოვუყევით საზოგადოებას მათი დანაშაულების, ღალატის და დაუსრულებელი მავნებლობის შესახებ, რა თქმა უნდა მათ გაუჭირდებათ. 

აუცილებლად საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა და მათ უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი ყველაფრისთვის, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელმაც ჩამოაყალიბა სისტემური დანაშაულებრივი მიდგომები თითქმის ყველა საკითხზე. ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს, რათა მოსახლეობის კითხვებს პასუხი გაეცეს. ამის გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან, შეუძლებელია ვისაუბროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე რადგან, ეს არ ნიშნავს მარტო ფიზიკურად ტერიტორიების შემოერთებას, ეს ასევე მოიცავს ნდობის, დიალოგის და ურთიერთობის საკითხებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ რეალურად დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ძმები და დები, აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვაზე ყველა პასუხი სამართლიანად“, - განაცხადა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×