რეზონანსი
20.03.2024

"მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა ჩემთვის. მადლობა ყველას,"-ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა.

თოფურია რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფება, სადაც მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

"მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც დრო დამითმო იმისთვის, რომ დღეს აქ მოსულიყო ჩემს სანახავად, მხარის დასაჭერად. მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოს, რუსთავის მერიას, რომ ყოველთვის ინვესტიციას აკეთებენ ჯანსაღ ცხოვრებაში, მომავალი თაობის განვითარებაში. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც 07:00 საათზე ადგა, რათა მხარი დაეჭირა, ექომაგა ჩემთვის. მადლობა ყველას,"-განაცხადა თოფურიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×