რეზონანსი
20.03.2024

სადაც კი ქვეყანას პროგრესი აქვს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ სწორედ აქ მოგვაყენონ დარტყმა და ეს არის მათი საბოტაჟის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როცა ეკონომიკა წინ წავიდა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სწორედ მაშინ დაიწყეს ეკონომიკაზე დარტყმა.

„როცა ეკონომიკა წინ წავიდა, „ნაცებმა" მაშინ დაიწყეს ეკონომიკაზე დარტყმა. როცა სიღარიბე განახევრდა, მაგრამ გამოწვევა დარჩა - უამრავი შეჭირვებული ადამიანი, მაშინ დაიწყეს ამ თემაზე დარტყმა. როდესაც რამდენიმე ასეული ადამიანი ვახტანგ გომელაურმა და მისმა უწყებამ ერთ დღეში დააკავა და უნიკალური, უპრეცედენტო ოპერაცია ჩაატარა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ბრძოლა გამოუცხადა, დავალება მისცა სამართალდამცავ უწყებებს, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ვიყოთ ძალიან მკაცრებიო, მაშინ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. სადაც კი ქვეყანას პროგრესი აქვს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ სწორედ იქ მოგვაყენონ დარტყმა და ეს არის მათი საბოტაჟის კიდევ ერთ-ერთი გამოვლინება", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×