რეზონანსი
19.03.2024

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინკაშია გადაყვანილი.

გოგონა იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც 18 მარტს, ქალაქ დედოფლისწყაროში, სველ გზაზე მოცურდა და ბოძს შეეჯახა.

მიღებული ტრავმებით, ავტომობილის მძღოლი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის 44 წლის პედაგოგი, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×