რეზონანსი
17.03.2024

ფსიქოლოგმა ლილი ხეჩუაშვილმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც ადრეულ ასაკში სქესის შეცვლას ახასიათებს. მან აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ადამიანის სხეული ბოლომდე ფორმირებული არ არის და ხშირად ასეთი პაციენტები ვერ აცნობიერებენ იმ შედეგებს, რომლებიც მათ გადაწყვეტილებას მოჰყვება ხოლმე.

„არ მგონია არასრულწლოვანს ჰქონდეს იმდენი ცოდნა, გამოცდილება და კოგნიტიური უნარი, რომ სრულად გათვალოს ყველა რისკი და გრძელვადიანი შედეგი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და შეუქცევად ცვლილებას მოჰყვება თან. ფიზიკური, ემოციური, კოგნიტიური, ინტელექტუალური განვითარება თავისი ტემპით მიდის ყველა ასაკში და ამ ასაკში განსაკუთრებით პროცესშია ადამიანი და ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

როდესაც ვსაუბრობთ სქესის შეცვლაზე, ვსაუბრობთ არა მარტო მეორადი სასქესო ნიშნების ცვლილებაზე, არამედ მთელი სისტემის ცვლილებაზე, რომელიც ამ ასაკში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ანუ ვცვლით იმას, რაც ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული და ფორმირებული არ არის, არც გოგონებში, არც ბიჭებში", - ამბობს ფსიქოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×