რეზონანსი
17.03.2024

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, თუმცა ყოველთვის არის სივრცე, სადაც უფრო მეტის მიღწევა შეიძლება და ირაკლი კობახიძე სწორედ ამისკენ არის მომართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, იმ დიდი გაჭირვებისას როგორ გამოუწოდა ჰეიდარ ალიევმა ხელი მაშინდელ ხელმძღვანელობას. ეს ტრადიცია გრძელდება და ეს გადაიზარდა ძალიან დიდ პროექტებში. ჩვენს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, თუმცა ყოველთვის არის სივრცე, სადაც უფრო მეტის მიღწევა შეიძლება და ირაკლი კობახიძე სწორედ ამისკენ არის მომართული. დარწმუნებული ვარ, მისი ილჰამ ალიევის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს შექმნის", - აღნიშნა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×