რეზონანსი
17.03.2024

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უკრაინის დახმარებაში, მაგრამ კარგი იქნება, რომ ბერლინმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა გადაწყვიტოს.

„მინდა, დავეხმარო გერმანიას შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტური აზრი აქვს მათ მარაგში ქონას ომის დროს, რომელიც ახლა მიმდინარეობს კონტინენტურ ევროპაში დიქტატორის წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო დემოკრატიული ქვეყანა. რას ველოდებით მეგობრებო?", - აღნიშნა შაპსმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანულ დელეგაციას განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისგან Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე კატეგორიული უარი მიიღო

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის გადაცემაზე უარის თქმის არაერთი მიზეზი დაასახელა, მათ შორის კონფლიქტის ესკალაციისა და რუსეთთან ომში ჩათრევის შიში და უკრაინის მიერ რაკეტებით მოსკოვის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×