რეზონანსი
17.03.2024

ევროკავშირი ეგვიპტეს 7,4 მილიარდი ევროს დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ეგვიპტეს 7,4 მილიარდი ევროს დაფინანსების პაკეტი 2024-2027 წლებში გადაეცემა.

როგორც აღინიშნა, დაფინანსება მიზნად ისახავს ეგვიპტის დახმარებას ეკონომიკის სტაბილიზაციის, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. ამასთან, დაფინანსება გამიზნულია რეგიონიდან ევროპაში მიგრანტების ნაკადის დასახმარებლად.

შეთანხმება მოიცავს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას, 1,8 მილიარდი ევროს ინვესტიციებს და 600 მილიონი ევროს გრანტებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეგვიპტის ეკონომიკის მხარდასაჭერად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რამდენიმე ევროპელი პრემიერ-მინისტრი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდებიან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×