რეზონანსი
17.03.2024

უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სატელევიზიო ინტერვიუში პროუკრაინული რუსული ჯგუფების ბოლოდროინდელ აქტივობებს გამოეხმაურა.

"მათ უკვე ჯგუფებს ვერ ვუწოდებთ, ისინი რეალურ ძალას წარმოადგენენ. რამდენიმე ჯგუფია, ერთად მოქმედებენ, რუსეთის ტრანსოფრმაციის პრინციპებზე თანხმდებიან. მათ ბევრი ოპოზიციური ძალა შეუერთდება, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ის მის საზღვრებს გარეთ არსებობს". – ამბობს ბუდანოვი.

ბუდანოვის თქმით, უკრაინული დაზვერვის ცნობით, ამ მოძრაობების წარმომადგენლები "ახლო მომავალში არ ასრულებენ გაჩერებას და მიზნის მისაღწევად ძალებს არ დაიშურებენ".

"ისინი პირველი დღიდან, 24 თებერვლიდან იბრძვიან და არც ისე ურიგოდ. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. შეძლებისდაგვარად დავეხმარებით".

იმავე ეთერში ბუდანოვმა რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შიდა მძლავრი პროტესტების არარსებობის ორი მიზეზი დაასახელა. პირველი – რუსეთი რეალურად მონების ქვეყანაა, მეორე – რუსეთის რეგიონებში უმუშევრობის პრობლემა, რომელიც აიძულებს მოსახლეობას აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×