რეზონანსი
17.03.2024

ოკუპირებულ გალში, სოფელ ჩხორთოლში 38 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სამი თვის ორსული იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავად ქმარი აცხადებს, რომ ქალმა თავი მოიკლა.

ცხედარი წუხელ სოხუმში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება და სიკვდილი გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ქმარმა სავარაუდო სუიციდის თარიღი დაასახელა. არსებული ინფორმაციით, კაცი ამჟამად მიმალვაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ე.რ. ქმრის მხრიდან მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და სახლიდან წასვლის შემთხვევაში კაცი მას მშობლების დახოცვით ემუქრებოდა. ცნობილია ისიც, რომ სავარაუდო მოძალადის ძმა აფხაზური “სპეცდანიშნულების რაზმში” მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×