
როგორც „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადა.როდესაც დაინახეს უცხოურმა ძალებმა, რომ მართლმსაჯულება ვერ დაიქვემდებარეს, შეეცადნენ რომ აგენტურის მეშვეობით ემოქმედათ, რომელიც, სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჰყავთ მართლმსაჯულებაში
„ჯერ იყო 5 მოსამართლე, ახლა 4 დაემატა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან" - ზოგი მეუღლეა შსს-ს მაღალჩინოსნის „ნაცმოძრაობის" დროს, ზოგი ძმაა „ნაცი" ჟურნალისტის და პირდაპირ დაკავშირებულები არიან „ნაცმოძრაობასთან", ის მოსამართლეები, რომლებმაც გაამართლეს პედოფილიასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ადამიანები. ისინი პირდაპირ აზიანებენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
რამდენიმე მოსამართლე მზად არის, მათი კეთილსინდისიერება ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდეს. ეს კი ნიშნავს, რომ უცხოელი ექსპერტები გადაწყვეტენ, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მათი და მათივე კოლეგების ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. მოსამართლეების ამ განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საზიანო იქნება თუ მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერევიან.