რეზონანსი
16.03.2024

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკაში" ვეტინგზე საუბრისას განაცხადა.ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ რომელიმე სხვა ქვეყანამ მიიღოს მეორე ქვეყნის მართვაში ან მისი ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა - მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ და ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია საექსპერტო რეკომენდაციები, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ქართული ხელისუფლების სუვერენული უფლებაა ,

„როგორც კი ამას დავთმობთ და ეჭვქვეშ დავაყენებთ, ჩვენი სუვერენიტეტი ფარატინა ქაღალდზე გადატანილი თხზულება იქნება, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რასაც ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დაუშვებს. ამ თემაზე დისკუსიაც კი არასწორი მეჩვენება. აქამდე მეგონა, რომ განვითარების ისეთ დონეს მიაღწია ქართულმა სახელმწიფოებრიობამ, ასეთი ტიპის დისკუსიები უკან გვქონდა მოტოვებული. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში, ახლა გამოდიან ტელევიზიებით და გვესაუბრებიან თუნდაც ვეტინგზე, როდესაც 2017 წელს მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენთან და ყველა ნორმალურად მოაზროვნე იურისტთან ერთად, კონსტიტუციით მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული სასამართლო ხელისუფლება სხვა ხელისუფლებებისგან, არათუ უცხო ქვეყნის ზეგავლენისგან. ეს პირველკურსელი იურისტის ტესტია, რომ ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს დამოუკიდებლობა ხელყოფილი იყოს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მონაწილეობით ", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

9 მოსამართლე მზად არის, საკუთარი კეთილსინდისიერება უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს შეამოწმებინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×