რეზონანსი
16.03.2024

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარს „დინამო არენაზე" შეკრებილი მაყურებლების წინაშე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

„21 მარტს, საქართველო - ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!", - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასპარეზობს, „სამეფო კლუბის" არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე" ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უთვალავი გულშემატკივრის წინაშე UFC-ის ქამარი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×