|

საქართველოში არსებული სტაბილურობა და არგუმენტირებული რეფორმები არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. მინდა მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი და დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და საინვესტიციო კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ამის ერთ-ერთი პირველი მიზეზი არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რომელიც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ, რომ ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარდაჭერა გვაქვს ერთმანეთისთვის გამოცხადებული და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება იყოს შეცვლილი. საერთაშორისო სამართლის ნორმები ყველასთვის ერთი უნდა იყოს და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა. მეზობელი მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, იმიტომ, რომ ხალხს აკავშირებს მეგობრობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ წლების განმავლობაში და მეგობრებად იქცნენ. ჩვენ, ორი მეგობარი და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ, ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|