რეზონანსი
15.03.2024

რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირის შემდეგ დაწერა.

ზელენსკიმ ავდეევკის მიმართულებიდან დაბრუნებული მთავარსადლის, ალექსანდრ სირკის ანგარიშს მოუსმინა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაზღვრეს ადგილი, სადაც შესაძლებელია რუსეთისთვის ყველაზე დიდი ზარალის მიყენება.

„რაც მეტს დაკარგავს რუსეთის სახელმწიფო და რაც უფრო დიდი იქნება მისი აგრესიის საფასური, მით უფრო ახლოს იქნება ომის სამართლიანი დასასრული", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×