რეზონანსი
15.03.2024

ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი და ძლიერ გზავნილი, რომ საქართველო ნატოს ღირებული და საიმედო პარტნიორია.

„ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისა და იმპლემენტაციის პროცესში გვქონდეს მაღალი დინამიკა. გენერალური მდივნის ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია. ეს სწორედ გამოხატულებაა იმის, რომ ეს ნდობა და აღიარება თავად ალიანსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოიტანს დამატებით აქტივობებს, დამატებით ჩართულობას", - აღნიშნა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს უახლოეს ხანში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×